ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲪᲘᲐ
ალუმინის კომპოზიტური პანელები, ხელსაწყოები და აქსესუარები — ყველაფერი, რაც ფასადს სჭირდება, ერთ ადგილას.

ᲐᲚᲣᲛᲘᲜᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲝᲖᲘᲢᲣᲠᲘ ᲞᲐᲜᲔᲚᲔᲑᲘ
ფართო არჩევანი ფერებში, ფაქტურებსა და სისქეებში — ფასადისთვის, აბრებისა და ინტერიერისთვის.
- მქრქალი, მბზინავი და მეტალიკ ფერები
- ხის, ქვისა და სარკისებური ფაქტურები
- სხვადასხვა სისქე და ზომა
- ჭრა და ფრეზირება შეკვეთით
ᲮᲔᲚᲡᲐᲬᲧᲝᲔᲑᲘ
მონტაჟისთვის საჭირო ყველა ხელსაწყო — პროფესიონალებისთვისაც და მცირე ობიექტებისთვისაც.
- პანელის საჭრელი და საფრეზი ხელსაწყოები
- მოსაკეცი და სამონტაჟო ინსტრუმენტები
- საზომი და მარკირების ხელსაწყოები
- კონსულტაცია სწორ შერჩევაზე

ᲐᲥᲡᲔᲡᲣᲐᲠᲔᲑᲘ
ქვესისტემის პროფილები, მოქლონები, სამაგრები და ყველაფერი, რაც მყარ და გამძლე ფასადს სჭირდება.
- ალუმინის პროფილები და ქვესისტემა
- მოქლონები და სამაგრები
- ჰერმეტიკები და დამცავი ფირები
- კუთხეები და დეკორატიული ელემენტები
ᲐᲚᲣᲛᲘᲜᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲝᲖᲘᲢᲣᲠᲘ ᲞᲐᲜᲔᲚᲘᲡ ᲣᲞᲘᲠᲐᲢᲔᲡᲝᲑᲔᲑᲘ
ᲛᲡᲣᲑᲣᲥᲘ ᲓᲐ ᲛᲧᲐᲠᲘ
ორი ალუმინის ფენა და შიდა ბირთვი — მცირე წონა და სწორი, მყარი ზედაპირი.
ᲤᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲤᲐᲠᲗᲝ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘ
მქრქალიდან მეტალიკამდე, ხის და ქვის ფაქტურებით — ნებისმიერი არქიტექტურული იდეისთვის.
ᲐᲛᲘᲜᲓᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ ᲛᲓᲒᲠᲐᲓᲘ
დაფარვა იცავს ზედაპირს მზის, წვიმისა და ტემპერატურის ცვლილებისგან.
ᲛᲐᲠᲢᲘᲕᲘ ᲛᲝᲕᲚᲐ
გლუვი ზედაპირი ადვილად იწმინდება და დიდხანს ინარჩუნებს იერსახეს.
ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ
ვერ იპოვეთ პასუხი? დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ — სიამოვნებით დაგეხმარებით.
ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲚᲣᲛᲘᲜᲘᲡ ᲙᲝᲛᲞᲝᲖᲘᲢᲣᲠᲘ ᲞᲐᲜᲔᲚᲘ?
ეს არის ორი თხელი ალუმინის ფურცლისგან და მათ შორის მოთავსებული ბირთვისგან შემდგარი პანელი. ის მსუბუქია, აქვს სწორი და მყარი ზედაპირი, ადვილად იჭრება და იკეცება, ამიტომ ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ფასადებისთვის. ხშირად მას ბრენდის სახელით „ალუკობონდსაც“ უწოდებენ.
ᲠᲐᲛᲓᲔᲜ ᲮᲐᲜᲡ ᲒᲠᲫᲔᲚᲓᲔᲑᲐ ᲤᲐᲡᲐᲓᲘᲡ ᲛᲝᲞᲘᲠᲙᲔᲗᲔᲑᲐ?
ვადა დამოკიდებულია ფართობზე და ფასადის სირთულეზე. ჩვენი პროექტებიდან: კომერციული ჯიხური (35 მ²) — 1 კვირა, კერძო სახლი (330 მ²) — 1 თვე, ოფისი/შოურუმი (1100 მ²) — 2 თვე. ზუსტ ვადას აზომვის შემდეგ გეტყვით.
ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲫᲕᲔᲚᲘ ᲨᲔᲜᲝᲑᲘᲡ ᲤᲐᲡᲐᲓᲘᲡ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲐ?
დიახ. პანელები მონტაჟდება ალუმინის ქვესისტემაზე, რომელიც კედლის უსწორმასწორობას ფარავს. ასე იქმნება სავენტილაციო ფასადი და საჭიროების შემთხვევაში კედელსა და პანელს შორის თბოიზოლაციის დამატებაც შეიძლება.
ᲠᲐ ᲤᲔᲠᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲤᲐᲥᲢᲣᲠᲔᲑᲘᲐ ᲮᲔᲚᲛᲘᲡᲐᲬᲕᲓᲝᲛᲘ?
ერთფეროვანი მქრქალი და მბზინავი ფერები, მეტალიკი (ვერცხლი, შამპანი, ბრინჯაო, სპილენძი), ხის და ქვის ფაქტურები და სარკისებრი ზედაპირები. სავარაუდო შედეგი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს 3D კონფიგურატორში.
ᲠᲘᲗ ᲒᲐᲜᲡᲮᲕᲐᲕᲓᲔᲑᲐ PE, FR ᲓᲐ A2 ᲞᲐᲜᲔᲚᲔᲑᲘ?
განსხვავება ბირთვშია: PE — სტანდარტული პოლიეთილენის ბირთვი, FR — ცეცხლმედეგი, მინერალებით შევსებული ბირთვი, A2 — არაწვადი, მინერალების მაღალი შემცველობით. მრავალსართულიანი და საზოგადოებრივი შენობებისთვის, როგორც წესი, FR ან A2 ირჩევა — შენობის მოთხოვნების მიხედვით გირჩევთ შესაბამისს.
ᲠᲐ ᲡᲘᲡᲥᲘᲡ ᲞᲐᲜᲔᲚᲔᲑᲘ ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲔᲜᲔᲑᲐ?
ფასადებისთვის ყველაზე ხშირად 4 მმ სისქის პანელი გამოიყენება, ასევე არსებობს 3 და 6 მმ. სისქეს ვარჩევთ ობიექტის სიმაღლის, ზომისა და დატვირთვის მიხედვით.
ᲛᲝᲕᲐᲚᲗ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲖᲔ ᲐᲖᲝᲛᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ?
დიახ. ვაკეთებთ აზომვას ადგილზე, ვიღებთ რეალურ ზომებს და ამის საფუძველზე ვამზადებთ ზუსტ ხარჯთაღრიცხვას — ზედმეტი მასალის და ხარჯის გარეშე.
ᲒᲐᲥᲕᲗ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐ?
დიახ, შესრულებულ სამუშაოებს ვასრულებთ გარანტიით და შეთანხმებული ვადების დაცვით. გარანტიის პირობებს ხელშეკრულებაში ვაფიქსირებთ.
ᲒᲔᲒᲛᲐᲕᲗ ᲤᲐᲡᲐᲓᲘᲡ ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲐᲡ?
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ — მოვალთ ობიექტზე, ავიღებთ ზომებს და მოგიმზადებთ დეტალურ ფასს.