
ალუმინის კომპოზიტური პანელის გარეგნობა შეიძლება ერთნაირი იყოს, მაგრამ მისი თვისებები დიდწილად ბირთვზეა დამოკიდებული — იმ ფენაზე, რომელიც ორ ალუმინის ფურცელს შორისაა მოთავსებული. ბაზარზე სამი ძირითადი ტიპი გვხვდება.
PE — ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲣᲚᲘ ᲑᲘᲠᲗᲕᲘ
PE ბირთვი პოლიეთილენისგანაა. ასეთი პანელი მსუბუქი და ეკონომიურია, ადვილად მუშავდება. ის ხშირად გამოიყენება აბრებისთვის, რეკლამისთვის, ინტერიერისა და მცირე ობიექტებისთვის.
FR — ᲪᲔᲪᲮᲚᲛᲔᲓᲔᲒᲘ ᲑᲘᲠᲗᲕᲘ
FR (Fire Retardant) ბირთვი მინერალებითაა შევსებული, რაც ცეცხლისადმი მდგრადობას მნიშვნელოვნად ზრდის. ასეთი პანელები ხშირად ირჩევა საცხოვრებელი კორპუსების, ოფისებისა და კომერციული შენობების ფასადებისთვის.
A2 — ᲐᲠᲐᲬᲕᲐᲓᲘ ᲑᲘᲠᲗᲕᲘ
A2 ბირთვში მინერალების შემცველობა კიდევ უფრო მაღალია და პანელი არაწვად კლასს მიეკუთვნება. ის გამოიყენება იქ, სადაც ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნები განსაკუთრებით მკაცრია — მაღალ შენობებზე, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო ობიექტებზე.
ᲠᲝᲛᲔᲚᲘ ᲐᲕᲘᲠᲩᲘᲝᲗ?
არჩევანი დამოკიდებულია შენობის ტიპზე, სიმაღლეზე, დანიშნულებასა და პროექტის მოთხოვნებზე. მრავალსართულიანი და საზოგადოებრივი შენობებისთვის, როგორც წესი, FR ან A2 ირჩევა. ჩვენ ობიექტის შეფასების შემდეგ გირჩევთ შესაბამის ვარიანტს და აგიხსნით განსხვავებას ფასსა და თვისებებში.
საჭირო პანელების სავარაუდო რაოდენობის გამოსათვლელად გამოიყენეთ ჩვენი პანელების კალკულატორი.